სისტემაში შესვლა
არ გახსოვთ პაროლი?

რეგისტრაცია დარეგისტრირდი
ეს არის საპილოტე ბლოგი. გამოქვეყნებული კონტენტი შემუშავებულია civil.ge-სგან დამოუკიდებლად და შეიძლება არ ასახავდეს Civil.ge-ს პოზიციას.
20 ივლ `18
  • შესვლა / რეგისტრაცია  
  • ძიება  
  • კატეგორიები  

კატეგორია 1

აირჩიე კატეგორია  

ოჯახში ძალადობა: როდესაც ცხოვრების ყველაზე პირადი ნაწილი საჯარო უნდა გახდეს.

კატეგორია 1 - 2015-06-25
ოჯახში ძალადობა: როდესაც ცხოვრების ყველაზე პირადი ნაწილი საჯარო უნდა გახდეს.

გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ქართველებისთვის პირველ ადგილზე დგას ოჯახი. ოჯახი. ინსტიტუტი რომელიც ასოცირდება უანგარო სიყვარულთან, უსაფრთხოებასთან, ნდობასთან.  ეს არის გარემო სადაც ადამიანი ყველაზე დაცულად და თავისუფლად უნდა გრძნობდეს თავს, ის ასევე არის პირადი სივრცე  რომელშიც საზოგადოება და სახელმწიფო მინიმალურად უნდა ერეოდეს.
 
მაგრამ რა უნდა ვქნათ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს სივრცე ხდება შეურაცხყოფის, დამცირების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტკივილის ყველაზე დიდი წყარო? 
 
ოჯახში ძალადობა ძალზედ კომპლექსური საკითხია. ის ხდება დაკეტილ კარს მიღმა, ოჯახის წევრებს შორის, მაგრამ წარმოადგენს უდიდეს სოციალურ პრობლემას. 

ოჯახში ძალადობა ყველაზე ფართოდ გავრცელებული და არასათანადოდ აღრიცხული დანაშაულია საქართველოში.  და იმის მიუხედავად, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ოჯახის ნებისმიერი წევრი შეიძლება გახდეს, სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ მსხვერპლთა უდიდესს ნაწილს ქალები წარმოადგენენ.

- საქართველოში ქორწინებაში მყოფი ყოველი 11-ე ქალი ხდება ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.
- მარტო გასულ წელს 26 ქალი დაიღუპა ქმრის ან ყოფილი ქმრის ხელით.
- ნაადრევ ქორწინებას მხოლოდ გასულ წელს 7000 გოგო ემსხვერპლა?
- ყოველი მესამე ქალი ხდება რაღაცა ტიპის ძალადობის მსხვერპლი ცხოვრების განმავლობაში.

მაგრამ იმ ქალთა რიცხვი, რომელიც ყოველ დღიურად არის ეკონომიკური, სექსუალური და მითუმეტეს ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, ბევრად აღემატება ამას.

იმის მიუხედავად, რომ ოჯახში ძალადობა ყველა ქვეყანაში, რელიგიაში, სოციალურ თუ ეთნიკურ საზოგადოებაში გვხვდება, არსებობს რაღაც გარკვეული ფაქტორები რომლებიც ზოგან ამძაფრებს და ახშირებს ამ დანაშაულს.
 
საქართველო ამის ნათელი მაგალითია. ტრადიციული, პატრიარქალური და კონსერვატული საზოგადოება, სადაც ქალის ძირითად ფუნქციად ოჯახი და ბავშვების აღზრდა მოისაზრება და ოჯახის თავად კიდევ ყოველთვის კაცი. ამას ემატება ის საზგოადოებრივი მოსაზრება, რომ ოჯახი არის წმინდა და მის შესანარჩუნებლად ზოგჯერ მსხვერპლის გაღებაც საჭიროა, განსაკუთრებით ქალის მხრიდან. როდესაც ოჯახის დანგრევა უფრო დიდ დანაშაულად მოისაზრება, ვიდრე მისი ცალკეული წევრების ყოველდღიური შეურაწყოფა და ჩაგვრა.
ამის გარდა ამ პრობლემას ხელს უწყობს არა მხოლოდ საზოგადოების დამოკიდებულება, რომ ოჯახში ძალადობა ოჯახის საქმეა და გარეთ არ უნდა იქნას გამოტანილი (გამოკითხულთა 78%-ის აზრით), ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ოჯახის შესანარჩუნებლად ქალმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა უნდა მოითმინოს. სხვა გამოკითხვების თანახმად საზოგადოების ნაწილი ამართლებს კიდევაც ზოგ შემთხვევაში ცოლის ცემას მაგალითად ღალატის, ბავშვების ცუდად მოვლის ან თუნდაც საჭმლის დაწვის შემთხვევაში. 

ამ პრობლემას ამძაფრებს სხვა ფაქტორებიც, მაგალითად რახან ოჯახი ქალისთვის პრიორიტეტია და უფრო დიდი ალბათობაა, რომ ქალმა განათლების მიღება შეწყვიტოს, ან სამსახურს თავი დაანებოს ოჯახის შექმნის შემდეგ, ძალადობის შემთხვევაში მისი წამოსვლის და დამოკუიდებლად არსებობის ალბათობა მცირდება. ეკონომიკურად აქტიური ქალების 16%, ხოლო კაცების 0% არის დიასახლისი. 

იმის მიუხედავად, რომ ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია მოხდა 2012 წელს და საჯარო და სამოქალაქო სტრუქტურები მუშაობენ ამ პრობლემაზე, რეალურად ჯერ დიდი გზა გვაქვს გასავლელი სანამ საგძნობლად დაიწევს ეს პრობლემა.  და ამ პრობლემის გადაჭრის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი გზა არის საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და იმის გააზრება, რომ არც რელიგია, არც კულტურა, არც ტრადიცია და არც შვილები არ არის გამართლება ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების დარღვევის. 
უნდა გავიაზროთ, რომ ძალადობის მოთმენა და ატანა მის გაქრობას არ გამოიწვევს, პირიქით, დროთა განმავლობაში უფრო გამწვავდება და უფრო დიდი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება მსხვერპლი.
 
უნდა გავიაზროთ,  რომ შვილების გამო ძალადობის ატანა და მოთმენა მათთვის უფრო დიდ ზიანს წარმოადგენს ვიდრე უმამოდ გაზრდა. 

უნდა გავიაზროთ, რომ ოჯახის სიწმინდის შესანარჩუნებლად მთავარია ოჯახის არსი სწორად გვესმოდეს და არა უბრალოდ დოკუმეტს თუ სტატუსს ვცემდეთ პატივს და ვაყენებდეთ ადამიანის ღირსებასა და უსაფრთხოებაზე მაღლა.

ელენე კვერნაძე

კატეგორია 1 - 2015-06-25
საინტერესოა    117
გაუმჯობესებადია    59
შესასწორებელია    69
სულ ხმები: 245