სისტემაში შესვლა
არ გახსოვთ პაროლი?

რეგისტრაცია დარეგისტრირდი
ეს არის საპილოტე ბლოგი. გამოქვეყნებული კონტენტი შემუშავებულია civil.ge-სგან დამოუკიდებლად და შეიძლება არ ასახავდეს Civil.ge-ს პოზიციას.
20 აპრ `18
  • შესვლა / რეგისტრაცია  
  • ძიება  
  • კატეგორიები  

კატეგორია 1

აირჩიე კატეგორია  


ნარკოდამოკიდებული/ყოფილი პატიმარი ქალები და საზოგადოების სტიგმა

კატეგორია 1 - 2015-06-14

ვაკეში, მრგვალ ბაღთან, მცხეთის ქუჩაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალ ვექტორში," პაწაწინა ოთახში ხშირად იკრიბებიან ყოფილი ნარკოდამოკიდებული ქალები. აქ ისინი სწავლობენ კერვას და ხშირად სამკაულებსაც აკეთებენ.

"ოთახი პატარაა, კარგი იქნებოდა, სარკმელი მაინც ქონდეს, თუმცა მაინც დიდი სიამოვნებით მოდიან აქ ქალები," - გვეუბნება 52 წლის სოცმუშაკი, რომელიც ადრე თავად იყო ნარკოდამოკიდებული და თავის ისტორიასაც გვიყვება:  პირველად  20 წლის ასაკში გავსინჯე, მაშინ ვხვდებოდი ბიჭს, რომელიც თავად მომხარებელი იყო. შემომთავაზეს. დამაინტერესა და  გავსინჯე," - ამბობს იგი და აღიარებს, რომ თავიდან არ მოეწონა. ვარაუდობს, რომ  ზედოზირებამ უკურეაქცია მოახდინა. თუმცა, რაღაც პერიოდის შემდეგ, კიდევ რომ შესთავაზეს კიდევ გასინჯა. - "ეტყობა ის ცუდი დამავიწყდა და რაც კარგი იყო ის მახსოვდა. მეორედ ისევ ჩემმა მეგობარმა შეომთავაზა. სულ ხუთი წუთი ვორჭოფობდი,  მერე ისევ გავიკეთე. ყოველთვის შემომთავაზებელი კაცია," - ამბობს იგი და ირწმუნება, რომ ქალების უმრავლესობა, რომლებიც დღეს ნარკოდამოკიდებულები არიან, სწორედ მათი მეგობრების, ქმრების გამო არიან დამოკიდებულნი. აღსანიშნავია, რომნარკოდამოკიდებულების მქონე ადამიანების 2/3 ნარკოტიკების გამოყენებას იწყებს მოზარდობის პერიოდში. ამ დროს, ხშირია გართობის მიზნით ნარკოტიკების გამოყენება და როგორც წესი, ამ ტიპის მოხმარებას, თვითონ მომხმარებელი პრობლემად არ აფასებს. ასე ფიქრობდა ჩვენი რესპონდენტიც, - "თავიდან მეგონა რომ იგონებდნენ, რომ ლომკა არსებობს.

ვიძახდი: თუ მე არ მაქვს, სხვას რატომ უნდა, ქონდეს, მერე ვიძახდი, რომ ისეთი შტერი როგორ უნდა იყო, რომ ამაზე დამოკიდებული გახდე. მერე მე რომ შემეხო და მივხვდი, რომ დამოკიდებული ვარ, ძალიან შემეშინდა. დამოკიდებულება არ ხდება ერთ დღეში ან ორ დღეში, წლები გადის," - ამბობს იგი, - "ვიდრე იმ ბიჭთან ერთად ვიყავი პერიოდულად მოვიხმარდი, მერე დავშორდი და გავთხოვდი ძალიან კონსერვატორ ქართველ მამაკაცზე, ფაქტობრივად, მთელი ის პერიოდი რემისია მქონდა. წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო, მას გაეგო, რომ მე ოდესმე გასინჯული მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეუღლეც მომხმარებელი იყო. არ მიჭირდა, რადგან ვიცოდი. რომ ძალიან ძვირად დამიჯდებოდა. ერთხელ შემთხვევით ხელში ჩამივარდა წამალი და სახლიდან რომ წავიდა, გავიკეთე. სახლში რომ დაბრუნდა, მეტყობოდა და მოვიგონე, რომ ცუდად ვიყავი და დავწექი. მერე ვნანობდი, ჯერ იმიტომ რომ მოვპარე, მერე მოვატყუე და მერე მივხვდი, რომ ეს მაიმუნობა ამად არ მიღირს. ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, მოსკოვში ვცხოვრობდი. საქართველოში დავბრუნებული მოვხვდი  ინტენსიურად მკეთებლების წრეში. ქალიან-კაციან, ცოლია- ქმრიანად ყველა იკეთებდა, აი, იქ, ძალიან ხშირად მთავაზობდნენ, რადგან მოსკოვიდან დაბრუნებულს საკმაოდ სოლიდური შემოსავალი მქონდა - მაღაზიები, ტურსააგენტოები და ა.შ. ფინანსურად მყარად ვიყავი. ვფიქრობ ეს იყო მათი ინტერესი. სხვათაშრის, ჩემი მეგობარი რომელიც ადრე თავად მებრძოდა, ჩემი მოსკოვში ყოფნის პერიდოში თავად გახდა მომხმარებელი და ეხლა, სწორედ, ის მთავაზობდა-ხოლმე. იცოდა ჩემი წარსულში ლტოლვა და რამდენჯერაც შანსი გაუჩნდებოდა მთავაზობდა. მე კი ფული არ მიჭირდა," - მერე კიდევ გათხოვდა, ისევ ნარკოდამოკიდებულ ადამიანზე, მანამდე თუ ერთად იკეთებდნენ, ახლა მეუღლემ აუკრძალა გაკეთება, - "უცებ დამიწყო, რომ ეს შენთვის არ შეიძლება. მაგრამ ჩემ ხელში იყო წამალი. როცა მისთვის კუთვნილი დოზა მოქონდათ, მე მიტოვებდნენ. იმხელა დოზაზე იყო ლაპარაკი, რომ ვაკლებდი და რაღაცეებს ვურევდი, ის ვერც ხვდებდა. არც ინტენსიურად ვიკეთებდი.

ვაკონტროლებდი, რომ არ გავმხარიყავი დამოკიდებული. ვფიქრობდი, რომ ეს უნდა დარჩეს გართობად. არც ერთ ადამიანს არ უნდა დამოუკიდებელი იყოს. ერთ მშვენიერ დღეს ხვდები,  რომ დამოკიდებული ხარ. ხვდები, რომ ძალიან გაერთე, ნამეტანი მოგივიდა. გეროინის პოერიოდში  მივხვდი, რომ ძალიან ცუდ დღეში შეიძლება აღმოვჩნდე, როგორც გარეგნულად, ისე ფსიქიკურად. მაშინ სუბოტექსი შემოვიდა და ერთმა გამასინჯა, მივხვდი ეს აჩერებს ე.წ. ლომკას. მივხვდი რომ ეს იყო საშველი, მაშინ სუბუტექსზე არ იჭერდნენ, ტესტირება არ არსებობდა. უკვე დამოკიდებულებაც მქონდა, უკვე წუთებს რომ აგვიანებდნენ, იმის ლოდინიც კი გაუსაძლისი იყო. თან არ შეემეძლო აღიარება. მეშინოდა სტიგმის. ეს რომ გაეგოთ ახლობლებს, საშინელი რეაქცია ექნებოდათ.  ყველაფერი შეიძლება დამეკარგა,  აწყობილი ბიზნესი რისკის ქვეშ დგებოდა. ხშირად მიწევდა საზღვარგარეთ ყოფნა და იმდენს ვყიდულობდი რაც მყოფნიდა. მოკლედ, ჩავინაცვლე.  ბევრმა წელმა იმის ფიქრში გაიარა, რომ ეხლა დავანებენ, ეხლა შევწვეტ. პერიოდულად ცდაც მქონდა 20 დღე გამიძლია ნარკოტიკის გარეშე.  21-ე დღეს ისევ თავიდან დავიწყე. მერე ვიფიქრე - რას ვიწვალებ თავს, ესაა ჩემი ხვედრი და ასე უნდა ვიყო. ხელმისაწვდომობა მაქვს და რატომაც არა. ეს კი ძალიან ძვირი დამიჯდა," - გვიყვება იგი.  მერე სუბუტექსიც შევიდა აკრძალული პრეპარატების სიაში. ერთ დღესაც მასთან მივიდა მეგობარი, რომელიც ძალიან ცუდად იყო და ერთი აბი აჩუქა. დააკავეს და რა თქმა უნდა, თქვა საიდან ქონდა. მეორე დილას ჩვენი რესპონდენტიც დააკავეს.

2002 წელს ქვეყანაში, სადაც 200 ათასზე მეტი ნარკოდამოკიდებულია რეგისტრირებული,  მიიღეს კანონი "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ," რომელიც 2003 წელს ძალაში შევიდა. კანონი უკანონო ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდის, კულტივაციის, წარმოების, ფლობის და მოხმარების კრიმინალიზაციას ახდენდა. არსებული კანონმდებლობა ნარკოტიკზე დამოკიდებულ ადამიანებს დაავადებულად მიიჩნევს და მათზე ფსიქიატრიული დახმარების შესახებ კანონით გათვალისწინებულ უფლებებს ავრცელებს.

კანონის მიხედვით, ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებული პირების წინაშე ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს მათ შემოწმებაზე, მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე, თუმცა ეკონომიკური სიდუხჭირის და პაციენტთა დიდი რაოდენობის გამო, სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები ვერ სრულდება. აღნიშნული კანონის მიხედვით, ნარკოტიკის მოხმარება დანაშაულია, რომელიც ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.ადმინისტრაციული კოდექსის 45-ე მუხლის მიხედვით, დანაშაულია ნარკოტიკული საშუალებების შეძენა და ფლობა, მცირე ოდენობით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 500  ლარის ოდენობით. ადმინისტრაციული სანქციის დაკისრების შემდეგ, თუ პირი იგივე ბრალდებით დააკავეს, იგი სისხლის სამართლის 273-ე მუხლით გასამართლდება.
ჩვენი რესპონდენტი, საპროცესო გარიგებით გამოუშვეს, ეს კი ძალიან ძვირად დაუჯდა.
 
"სასწორზე დაიდო ყველაფერი. რაც კი მიშრომია მთელი ცხოვრება ფაქტობრივად დავკარგე. დაგვტოვეს ქუჩაში, ეგეთი ანრკოპოლიტიკა იყო ადრე, ან ციხე, ან ყველაფერი," -ა მბობს იგი. თუმცა აღიარებს რომ ის ხუთი თვე, რომელიც ციხეში გაატარა დაეხმარა ე.წ. "ლომკის" გადაგდებაში, - "რომ გამოვედი ვთქვი, რახან მოვიცილე აღარ დავიწყებდი თავიდან. ძვირად დაჯდა ამ ჭირის მოშორება, მაგრამ ხაზს ვუსმევ, ვინმემ არ არ იფიქროს, რომ ციხე ასწორებს. ბევრი ვიცი, ვისაც ციხის კარებიდან დაიწყო კეთება. მე, უბრალოდ, დიდი პასუხისმგებლობა მქონდა შვილთან ნათესავებთან..." - გვიყვება იგი და იმ სტიგმაზე საუბრობს, რომელიც განიცადა, - "ის ხალხი, რომელიც მანამდე ლამის ძალით მივარდებოდნენ სახლში, ისე მოტრიალდნენ და გაქრნენ... ვიგრძენი ის აქტიურობა აღარ იყო ჩემს გარშემო, უცებ ყველა ისე კარგად გაიქსააქს-გამოისაქსა..." - საზოგადოებაში არსებული ძლიერი სტიგმა მრავალ ნარკოტიკების მომხმარებელს არა მარტო საზოგადოებაში ადაპტირებაში უშლის ხელს, არამედ იმაშიც, რომ მიმართოს სხვადასხვა სერვისებს დახმარების, ტესტირებისა და მკურნალობისთვის. ყველაზე დამთრგუნველი არის პიროვნებათაშორისი სტიგმა - სიძულვილი, შიში ან დაბნეულობა, რომელიც ხშირად ნარკოდამოკიდებული მამაკაცებისგან ვლინდება. გარდა შეურაცხყოფისა, ამ ფორმას შეიძლება ახასიათებდეს ზედმეტად თავშეკავებული ან ცივი ტონი, უნდობლობა, კონტაქტისგან თავის არიდება.

"საზოგადოებაშიც ასეთი განწყობილებაა, რახან ეს დასჯადია, ამაზე შენ პასუხს ოდესმე აგებ, თუ შენ ამას აკეთებ ესეიგი კრიმინალი ხარ. ეს პრაქტიკულად შენ გაყენებს ზიანს, როგორც ადამიანურ ურთიერთობებში წინსვლაშიც, კარიერაშიც, - ამბობს ახალი ვექტორის სოცმუშაკი, რომელიც ფიქრობს, რომ ტავად გაუმართლა და სამსახური აქვს, - ქალები სტიგმატიზირებულნი არიან თავად მომხმარებლების მიერ.  ამას წინათ, შეხვედრაზე ვიყავი, სადაც უკრაინელი კოლეგებიც იყვნენ. შეხვედრაზე ვისაუბრე მჩთ პროგრამის პრობლემებზე (მეტადონის ჩანაცვლების პროგრამა), სადაც ერთ-ერთმა ორგანიზაციის წარმომადგენელმა განმიცხადა, - რა უნდათ ამ ქალებს - მანამდე თუ უნდოდათ კაცებთან ჩხერვა, ეხლა არ უნდათ მასთან ერთად მეტადონის დალევა?" - არა მარტო ამგვარი დისკრიმინაციული მიდგომებია საზოგადოების მიერ, ქალების უმრავლესობა. ჩვენი რესპონდენტის თქმით, საზოგადოებამ იმ ქალების დამოკიდებულებაზე იციან, რომლებიც მოიხმარდნენ და ყოფილი პატიმრები არიან, ანუ ქალები, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს, რადგან ისინი ქალი მომხმარებლები არიან. მათზე გამხორციელებული სტიგმა ვლინდება ოჯახებში საზოგადოებაში. ისინი არავის არ სჭირდებათ, არც სამსახურში.

საქართველო, ერთ-ერთ პირველ ქვეყანაა მსოფლიოს იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც მსჯავრდებულ პატიმართა განსაკუთრებით დიდი პროცენტული ოდენობა ჰყავს მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებაში. საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანას დაახლოებით 24 ათასამდე პატიმარი ჰყავს. პატიმრებს შორის ქალი პატიმრები, დაახლოებით საერთო რაოდენობის 15% შეადგენს. მიუხედავად ქალ პატიმართა პროცენტული სიმცირისა, საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში ეს სტატისტიკა საგანგაშოა.
"დანაშაულისადმი "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკის შედეგად, 2004 წლიდან პატიმრების რაოდენობა გაიზარდა. 2012 წლის 1 იანვრის მონაცემებით, პატიმართა რაოდენობა 23, 469 იყო, პატიმრობის მაჩვენებელი კი - 521.8.2., ნათქვამია კვლევაში, რომელიც ჩაატარა ,,ციხის საერთაშორისო რეფორმამ", ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით. 2012-2013 წლებში პატიმართა რაოდენობის მკვეთრი კლება აისახა პატიმარი ქალების რაოდენობაზეც, 2012 წელს  - 926 ქალი პატიმარი იყო, 2013 წლის 1 მაისისთვის კი 463-მდე. 2013 წელს განხორციელებული საყოველთაო ამნისტიის შედეგად, გათავისუფლებული 8 747 პატიმრიდან განმეორებითი დანაშაულის ჩადენის გამო უკან, ციხეში, 1 075 ადამიანი დაბრუნდა. 2013 წლის მაისის შუა რიცხვებისთვის პატიმარი ქალების რაოდენობა იყო 444, რომელთაგან 438 იმყოფებოდა თბილისთან ახლოს, რუსთავში სასჯელაღსრულების #5 დაწესებულებაში, 438 ქალიდან 411 ქალი მსჯავრდებული იყო. სტატისტიკის მიხედვით, ქალთა დიდი ნაწილი (39%) მსჯავრდებულია თაღლითობისთვის. ცალკეული სამართალდარღვევები, ისეთი, როგორიცაა გაფლანგვა, გაყალბება ან ყალბი დოკუმენტების გაყიდვა ჯამში დანაშაულების 3%. მეორე ყველაზე ხშირი დანაშაული ნარკოტიკთან დაკავშირებული დანაშაულია - 29%. ორგანიზაცია ,,საერთაშორისო ზიანის შემცირების" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2011/2012 წლებში საქართველოში ქალ პატიმართა 34% სასჯელს იხდიდა ნარკოტიკული დანაშაულისათვის.

 "მომხმარებლების ათი პროცენტი ქალებია. ბევრი ვერც ბედავს, რომ გამოვიდეს, და თქვას, რომ მომხმარებელია, რომ ჩაერთოს სახელმწიფო პროგრამებში, არადა, მათთვის მკურნალობა უფასოა. რომ თქვან გაკიცხვის. სიძულვილის და სტიგმის მსხვერპლი გახდებიან. ამის შიში აქვთ. ზოგი წლობითაა უცნობია. საკუთარი მაგალითიდან გამომდინარე, დიდი ხანი არც კი ვიცოდი რომ ც ჰეპატიტი მქონდა. შიშის გამო, არადა, დიდი შანსია, რომ ვიღაცას გადავდე," - გვეუბნება ჩვენი რესპონდენტი.

კანონში საუბარია ნებაყოფლობით მკურნალობაზე. თუ ასეთი სურვილი არ იქნება, სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მკურნალობის აუცილებლობას და ხანგრძლივობას განსაზღვრავს, ბრალდებულს იძულებით მკურნალობას უნიშნავენ.

აღნიშნული კანონი საყურადღებოა იმით, რომ ნებაყოფლობითი მკურნალობის და ოპოიდური, ჩანაცვლებითი მკურნალობის ანონიმურობის გარანტიას იძლევა. ეს ვალდებულებაც ვერ სრულდება. ასევე, ვერ მოქმედებს სავალდებულო მკურნალობის სისტემაც. ნარკოტიკებთან მიმართებით ქვეყნის კანონმდებლობა რეპრესიული ხასიათის რჩება. მაგ: ჰეროინის ნებისმიერი ოდენობა "დიდ ოდენობად" ითვლება და 6-დან 12 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
 
რა არის საჭირო რომ ქალებმა ხმა ამოიღონ...
პირველ რიგში, ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს, ამ აზრზეა ქალი ნარკოდამოკიდებულები.  ვიდრე იციან, რომ ამის გამო მათ  დაიჭერენ, არავინ აღიარებს რომ ნარკოდამოკიდებულია, - ამბობენ "ახალ ვექტორში", - ქალი  ხმას მაშინ იღებს, როცა ან ციხე გამოვლილია, ან ყველამ ისედაც იცის, რომ ის ნარკოდამოკიდებულია. მანამდე ვერ მოიყვან აქ. ციხეგავლილებისთვის, როცა ყველაფერი სულ ერთია, მაშინ ამბობენ. მერე უკვე გადადიან დამტკიცებაში, რომ კი, ის ნარკოდამოკიდებულია, ციხეგამოვლილია,  მაგრამ ასეთი ცუდი არაა. მერე უწევთ თვითდამკვიდრებისა და თავდაცვაზე გადასვლა. მანამდე, ვიდრე საზოგადოება გაიგებს მათ ამბავს, ჩუმად არიან, ძალიან საწყები არიან.

"ახალი ვექტორის" ბენეფიციართა 99 პროცენტი ყოფილი პატიმარია. მათი  80 პროცენტი სოციალურად დაუცველია. აღარ ყავს ოჯახი, არ აქვს სახლი, ანდა გარიყულია ოჯახიდან.

"ქალს ხომ არავინ პატიობს, არც დედა, არც მამა, შვილი ბიჭი თუ ნარკომანია, ის შეცდა, არა უშავს, თუ ქალი შეცდა - ეს ტრაგედიაა. ამიტომ უმეტესობა გასულია ოჯახებიდან. თითქმის ყველა ნაქირავებში ცხოვრობს, - გვეუბნება "ახალი ვექტორის" წარმომადგენელი, - "საჭიროა მათ  ფინანსები გაუჩნდეთ, ანუ ქონდეთ სამსახური. სამსახურში ყოფილ პატიმრებსაც არ იღებენ,  არ იღებენ არც ერთ თავშესაფარში. სხვა გზას რომ ვერ ნახულობენ, ძალიან ბევრი სექსმუშაკობით ირჩენს თავს, ძალიან ბევრიც ეძებს პარტნირს, რომელიც არ მოაკლებს წამალს.  არსებობს სახელმწიფო პროგრამა და ვცდილობთ ქალები მივიყვანოთ და ჩავრთოთ ამ პროგრამაში, ქალებისთვის ეს უფასოა, მათთვის დეტოქსიც უფასოა. შეუძლით კურსი ჩაიტარონ, მაგრამ მერე? მერე ხომ უნდა სტიმული... ისინი  იგნორირებული არიან, საზოგადობისგან, ოჯახისგან და ა.შ. რომ არაფერი გამოსდით, ისევ იწყებენ მოხმარებას და ასე -  ჩაკეტილ წრეზე დადიან."

"ახალ ვექტორში" კი, მიდიან ბენეფიციარები. ძალიან რთულია  პატარა ოთახში, მაინც მოდიან და მაინც მუშაობენ. "დამფინანსებელი რომ გამოჩნდეს, ძალიან კარგი იქნება. ვკერავთ, სამკაულებს ვამზადებთ. გლობალფონდის ხელშეწყობით. როგორც გვაფინანსებენ იმაზეც დიდი მადლობა, თვეში 500 ლარის მასალას ყიდულობენ. ბენეფიციარებს ამ ნივთებს ვჩუქნით. თან ხელობასაც სწავლობენ. ვოცნებობთ ბენეფიციარებისთვის საწარმო გაიხსნას, რათა მათ შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება.  უკვე ისეთი მასალის შექმნა შეგვიძლია, რომ გაიყიდოს, - გვეუბნება "ახალი ვექტორის" სოცმუშაკი.

"ტრაგედია არა პატიმრობაშია, იმ შინაგანაწესს ვგულისხმობ, რომლის მიხედვითაც მოვალეობები გეკისრება, არამედ მთავარი პრობლემა საზოგადოებასთან იზოლირებაშია. თუმცა ერთი თვის მერე, უშინაურდები გარემოს და ცდილობ ყველაფერი იცოდე და ისწავლო. ეს ყოვლის მაძიებლობა ერთი თვიდან იწება და თითქმის ერთი წელი გრძელდება. ერთი წლის თავზე უკვე გაზრდილი ხარ. იცი რამდენი წელი გაქვს მისჯილი, იცი რა გარემიოში გიწევს ცოხვრების გაგრძელება, ეძებ ადამიანებს რომლებიც შენი ახლობლები გახდებიან სასჯელის მოხდის პერიოდში. თუმცა გარეთ მყოფი ახლობლების ბედი ისევე გაწუხებს, როგორც შენი ბედი ახალ კუნძულზე როგორ წარიმართება. ერთიდან ორ წლამდე თვალზე ცრემლი შრება, პრობლემები თანაბრდება ორ კუნძულს შორის, - გვიყვება ყოფილი პატომარი ქალი, მაკა მოსიაშვილი, რომელიც არც ნარკოდამოკიდებულია და ამჯერად უმუშევარიც არაა, - "შვიდი წლის მერე კატასტროფაა. ციხეში მყოფ ადამიანებს გარეთ აღარაფერი აღარ აქვთ. მათ უბრალოდ აღარ ახსოვთ როგორი იყო ახალი წელი "სვაბოდაზე". ჩვევები რომლებიც გარეთ ჰქონდათ ჩამოყალიბებული იქ არაფერში აღარ სჭირდებად. უბრალოდ თეფშიდ კვებას ღრმა ჯამიდან კვება ურჩევნიათ, თავად ორგანიზმიც კი ეთანხმებათ. ოჯახში გამზადებულ და მოტანილ სადილს უფრო რთულად ინელებს, ვიდრე ციხის |ბალანდას"... პაემანი რიტუალს ემსგავსება, იტანჯება,წვალობს, იღლება... ამ დროს პატიმარს არ აინტერესებს მისი სახელმწიფოს პრემიერმინისტრი ვინ არის, რა ჰქვია. ციხის კონტროლიორი ვის გაჰყვა ცოლად, ის უფრო საინტერესოა, ვიდრე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ვინაობა. ყველაზე კარგად იცის ციხეში რა სიტუაციაში, როგორ უნდა დაიცვას თავი, შვიდი წლის მერე ყველა პატიმარს თავისი წესები აქვს და ის წესები კონსტიტუციაზე უზენაესია მისთვის. ამავდროულად, უკვე ნასწავლი აქვთ ხელსაქმე, ქსოვა, ქარგვა, კერვა, ძერწვა. იციან როგორ უნდა ირჩინონ თავი. მათ გარეთ დარჩენილების იმედი აღარ აქვთ, იციან რომ საკუთარი თავის პატრონები თავად არიან.გარეთ თუ წლების განმავლობაში მაგიდასთან წერდნენ, მუშაობდნენ, აქ მაგიდა აღარ სჭირდებათ, უნდა იწვნენ ნარზე ან იჯდნენ, რადგან მაგიდა უკვე უცხოა - არაკომფორტულია. ბევრს სადილობაც კი აღარ შეუძლია მაგიდასთან. "ნარი" მათი ცხოვრების ნაწილია, მაგიდასთან ჯდომას ურჩევნიათ ჩაიმუხლნონ და ასე უყურონ ტელევიზორს, საათობით.. მოკლედ, "ნარი" პატიმრის ცხოვრების ნაწილია, უცხოა ჩანგალი, კოვზი,დანა, კვების რეჟიმი, არეული საუზმე, სადილი, ვახშამი. ხშირად ერევათ ძილის დრო. თუ პირველი ორი წელი იმედით უყურებენ ახალ ცვლილებებს, მომდევნო წლებში ცვლილებები აღარ ანაღვლებთ. ბოლოს კი ტოვებ ციხეს და ხვდები, რომ ფსიქიკა შერყეული გაქვს. ისე გიწევს ცხოვრება როგორც ჩვილს, ყოფილ პატიმარს უფრო ეშინია გარეთა საზოგადოების, ვიდრე საზოგადოებას ნაციხარის!!!! - ამბობს იგი და ისევ იმაზე საუბრობს, როგორ უჭირთ მათ საზოგადოების სტიგმის გამო, საზოგადოებაში ადაპტირება.

ოლიკო ცისკარიშვილი 

კატეგორია 1 - 2015-04-21
საინტერესოა    136
გაუმჯობესებადია    64
შესასწორებელია    62
სულ ხმები: 262