სისტემაში შესვლა
არ გახსოვთ პაროლი?

რეგისტრაცია დარეგისტრირდი
ეს არის საპილოტე ბლოგი. გამოქვეყნებული კონტენტი შემუშავებულია civil.ge-სგან დამოუკიდებლად და შეიძლება არ ასახავდეს Civil.ge-ს პოზიციას.
20 აპრ `18
  • შესვლა / რეგისტრაცია  
  • ძიება  
  • კატეგორიები  

კატეგორია 5

აირჩიე კატეგორია  


ნარჩენების მართვის სისტემამდე, ნარჩენების მართვის კულტურის გასავლელი გზა

კატეგორია 6 - 2015-05-20

ნარჩენების რაოდენობა, რომელსაც წრმოქმნის კაცობრიობა, სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს გარემოსთვის. ოკეანეში იმდენად დიდი რაოდენობის ნარჩენი გროვდება, რომ აშშ-ს დასავლეთ სანაპიროსდან 1 600 კმ მანძილზე წარმოიქმნა უზარმაზარი ნაგვის კუნძული, რომლის ფართობი ორჯელ აღემატება ისეთი ქვეყნის ფართობს, როგორიცაა უკრაინა. ეს კუნძული არ ქრება, არ იხრწნება, რადგან იქ დაგროვილი ნარჩენების მნიშვნელოვან ნაწილს პლასტმასა შეადგენს, რომელიც ბიოქიმიურ დაშლას არ ექვემდებარება. მეცნიერთა შეფასებით, პოლიეთილენის დაშლისათვის ბუნებრივ პირობებში საჭიროა მინიმუმ 500 წელი. ჩვენს მიერ მოხმარებული ნარჩენები ყოველწლიურად ერთ მილიონ ზღვის ფრინველისა და 100 000 კუს, სელაპის, ვეშაპისა და სხვა ზღვის ძუძუმწოვრების დაღუპვის მიზეზი ხდება.

განვითარებული ქვეყნები ცდილობენ, შეამცირონ ნარჩენების წარმოშობა. ყოველწლიურად ევროკავშირის წევს ქვეყნებში წარმოიშობა დაახლოებით ორი მილიარდი ტონა ნარჩენი. ეს რაოდენობა, სახიფათო ნარჩენების ჩათვლით, ყოველწლიურად იზრდება. ნარჩენების განვითარება დ ამათი პირდაპირი განადგურება (მაგალითად დაწვით) სახიფათოა როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ასევე გარემოსთვის. ამ პრობლემის საუკეთესო გადაწვეტაა, ნარჩენების შემცირება წარმოშობის პროცესში და მათი გადამუშავება (რეციკლირება) ახალი პროდუქციის მიღების მიზნით.

მსოფლიო ბანკის ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, განვითარებად ქვეყნებში მუნიციპალიტეტები თავიანთი წლიური ბიუჯეტის 20-50 % ჩვეულებრივ ხარჯავენ მყარი ნარჩენების მართვაზე (ძირითადად გავრცელებულია ღია ნაგავსაყრელები და ღია დაწვა.) ამის მიუხედავად,  ნარჩენების მთელი რაოდენობის 30-60%, მაინც უკუნტროლოა და მოსახლეობის 50%-ზე მეტის მომსახურეობა საერთოდ ვერ ხერხდება. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ნარჩენების მართვისთვის გამოყოფილი მთელი ბიუჯეტის 80-90% მიდის შეგროვებაზე. საშუალო შემოსავლიანში - შეგროვებას ხმარდება ნარჩენების მართვის ბიუჯეტის 50-80%, ხოლო მაღალშემოსავლიან, განვითარებულ ქვეყნებში შეგროვებაზე იხარჯება სულ 10%, რაც საშუალებას იძლევა, ნარჩენების მართვაზე მეტი რესურსი იყოს მობილიზებული. ეს გამოწვეულია იმით, რომ განვითარებულ ქვეყნებში უკვე დიდი ხანია, მიღებულია ნარჩენების მართვის მდგრადი, ინტეგრირებული სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ ნარჩენების უმეტესი რაოდენობის მასალად და რესურსად გარდაქმნას, რაც თავისთავად გამოისახება ნარჩენების რაოდენობის შემცირებაში, ხოლო განახლებული რესურსები დ ამასალები მოგების საშუალებას იძლევა, რომელიც თავის მხრივ ხმარდება ნარჩენების მართვას.

მყარი ნარჩენების მართვა საკმაოდ რთული პროცესია, რადგან მოიცავს სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიებსა და მეთოდებს. ეს შეიძლება იყოს ნარჩენების წარმოშობასთან დაკავშირებული ტექნოლოგიები ("წყაროში შემცირების" ჩათვლით), ადგილზე დამუშავება და შენახვა, შეგროვება, გადაზიდვა/ტრანსპორტირება, დამუშავება და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების საფუძველზე სოციალური და გარემოსდაცვითი წესებისა და ნორმების გათვალისწინება.

ნარჩენების არასწორმა მოპყრობამ, შენახვამ, შეგროვებამ და განთავსებამ, როდესაც შეგროვებული ნაგავი უბრალოდ უკონტროლოდ იყრება მიწაზე, შეიძლება საკმაოდ დიდი რისკი შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში, სადაც ურბანიზაციის სწრაფი ტემპით ზრდასა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებასთან ერთად წარმოიქმნება კატასტროფულად დიდი რაოდენობის ნარჩენები. მყარი ნარჩენების არასწორი მართვის შედეგია ადამიანებისა და ცხოველების დაავადებები და მნიშვნელოვანი ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და ბიოლოგიური დანაკარგები.

განვითარებად ქვეყნებში ნარჩენების მართვას ბევრი სიძნელე და წინააღმდეგობა ეღობება წინ, როგორიცაა მაგალითად, დაბალი ტექნიკური გამოცდილება და მცირე ფინანსური რესურსი, რომლებიც ძირითადად მხოლოდ შეგროვებასა და ტრანსპორტირებას ფარავს და ისიც არასათანადოდ.

მყარი ნარჩენების მართვისადმი ინტეგრირებული მიდგომა მიზნად ისახავს ნარჩენების მართვის სხვადასხვა ასპექტსა და მათი დამუშავების მრავალფეროვანი ტექნოლოგიების ერთმანეთთან დაკავშირებას.

საქართველოში, სადაც 63 ნაგავსაყრელია, თბილისის გარდა,  ოთხი თვითმართველი ქალაქია და 64 მუნიციპალიტეტი (ადგილობრივი თვითმართველობა).

ამ ნაგავსაყრელებიდან ორია სანიტარული ნაგავსაყრელი (თბილისისა და რუსთავ-გარდაბნის), რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ქვეყანაში მათ გარდა, უამრავი უკანონო ნაგავსაყრელებია. ზედმეტია საუბარი რაიმე სტანდარტებთაბთან შესაბამისობაზე. რეგიონებში,  მცირე მუნიციპალიტეტებში ამ სახის მომსახურება, ძალიან მცირე პროცენტს, დაახლოებით, 30-40 პროცენტს მიეწოდება. რეგიონების მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ხევებსა და ზოგჯერ პირდაპირ მდინარეშიც კი ყრის.

წარმოქმნილი ნარჩენების სრული რაოდენობიოს მხოლოდ დაახლოებით 25-35%-ის შეგროვება ხერხდება. საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელების განთავსება ხდება მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელზე, რომელთა დიდი ნაწილი მოსაწესრიგებელია. მოგროვებული ნარჩენების განადგურების მიზნით, უმეტესწილად ხდება ნარჩენების სპონტანურად დაწვა. პრობლემაა ისიც, რომ არანაირად არ ხდება ნარჩენების დახარისხება, ნარჩენების რაოდენობის აღწერა. ნაგავსაყრელებზე საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ხვდება მედიკამენრები, სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობის ნივთიერებები, ელექტრო საქონელი და ა.შ. მათი დაწვა უკიდურესად სახიფათოა, როგორც გარემოსთვის, ასევე ჯანმრთელობისთვის.

გაცილებით უარესი მდგომარეობაა ადმინსიტრაციული ცენტრებიდან მოშორებით დასახლებებში, სადაც პრაქტიკულად არ ხდება ნარჩენების შეგროვება და გატანა. წინასწარი, დაუზუსტებელი მონაცემებით, წარმოქმნილი ნარჩენების სრული რაოდენობის 80% მოდის მოსახლეობაზე, 15% საწარმოებზე, კვების და სავაჭრო ობიექტებზე, 3% ქუჩებში არაორგანიზებულად დაყრილ ნარჩენებზე და დარჩენილი 2% ყველა სხვა წყაროზე.

ადამიანებისთვის, რადგან ხელმიუწვდომელია ნარჩენების მართვის სისტემის მომსახურეობა საცხოვრებელი ადგილებიდან იშორებენ ნარჩენებს და ნებისმიერ ადგილას ყრიან. ასე წარმოიქმნება სტრიქიური ნარჩენები. დღეს, არა მხოლოდ, კახეთში ნაგავსაყრელები სერიოზული დაბინძურების წყაროს წარმოადგენს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში სულ 14 სოფელია. შპს "კომუნაკური ერთი,” რომელიც ბოლო წლებია ტენდერში იმარჯვებს მხოლოდ რამდენიმე სოფელს ემსახურება: სიღნაღს, წნორს, და ბოდბის სამ სოფელს. დანარჩენ სოფლებში თვითნებურად წარმოქმნილი ნაგავსაყრელებია.

ნარჩენებს ხშირად პირდაპირ მდინარეებთან ყრიან, კახეთში, პირადიპრ ალაზანში. ზოგი სოფლიდან, გზის პრობლემის გამო, ფიზიკურად ვერ ახრეხებენ ნარჩენების გატანას და მოსახლეობა სპონტანურად ყრის ხევებსა და მდინარეებში, სადაც საქონელიც დადის და ნარჩენებს ჭამს. მაღალმთიან რეგიონების მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ხევებსა და  პირდაპირ მდინარეში ყრის, ამის ნათელი მაგალითია, სვანეთში, მესტიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული თვითნებური ნაგავსაყრელი, ასევე აბასთუმნის თვითნებური ნაგავსაყრელი და ა.შ. ასეთივე ნაგავსაყრელებს შევხვდებით მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, მაგალითად, სამტრედიასთან, დიდ ჯიხაიშის მოსახლეობა ორმოებს თხრის და საყოფაცხოვრებო ნაგავს ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმების დაცვით საყოფაცხოვრებო ნარჩენებს იქ ათავსებს, რაც შემდეგ ტოქსიკური ხდება და ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

"საქმე ის კი არაა რომ ვიზუალურად ცუდი დასანახია, ჩვენს ამით საფრთხეს ვუქმნით გარემოს. ნარჩენების მართვის სისტემა, საქართველოში, ჯერ-ჯერობით, რეალურად ვერ შეესაბამება საქერთაშორისო სტანდარტებს. ქვეყენაში ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი,” – ამბობს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნარჩენების და ქიმიური ნარჩენების სამმართველოს უფროსი ალვერდ ჩაქსელიანი.

უდიდეს პრობლემას წარმოადგენს საწარმოო ნარჩენები. მაგალითად, ტყიბულში, გამსახურდიას და ბარათაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები, დასახლებაში მინდელის და ძიძიგურის სახელობის მაღაროდან ამოღებული ქვანახშირის ნარჩენები დაყრას ეწინააღმდეგებიან, მათი თქმით, ქალაქში უსაშველო მტვერია, რაც მათ ჯანმრთელობაზე აისახება.  

"მთლიანად საქართველოს დაგეგმარება მიდის – სად უნდა გაკეთდეს ნაგავსაყრელები, სად უნდა გაკეთდეს ნაგავგადამტვირთი სადგურები, როგორი უნდა იყოს კონტეინერები, როგორი უნდა იყოს ნაგავგადამტვირთი მანქანები მოკლე მანძილზე, შორ მანძილზე და ა.შ. მთლიანად ეს არის კომპლექსური საკითხია.” – გვეუბნება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნარჩენების და ქიმიური ნარჩენების სამმართველოს უფროსი ალვერდ ჩაქსელიანი და ამბობს, რომ უახლოეს წლებში, კახეთში იგეგმება სანიტარული ნაგავსაყრელის გაკეთება.

ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში მდებარე ნაგავსაყრელია, რომელმაც გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს, დაახლოებით, 1957 წელს დაიწყო ფუნქციონირება.

ნაგავსაყრელი დღემდე საფრთხე უქმნის გარემოს და აბინძურებს მდინარე რიონს, რომელსაც მოსახლეობა სარწყავადაც გამოიყენებს. ნაგავსაყრელის დახურვაზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა და უკვე გამოყოფილია მილიონნახევარი ლარი, თუმცა სპეციალისტების თქმით, "თუკი ნაგავსაყრელი დაიხურა წესების გარეშე, უარეს შედეგებს მოიტანს.” დღეს, პრობლემა პრობლემად რჩება, რადგან ნაგავსაყრელი ტოქსიკური გამონაყოფების ბუდეა, როგორც ჰაერში, ასევე სასმელ და გამდინარე წყლებში, წყალსატევებში.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად თანხები გამოყო გერმანიის განვითარებისა და რეკოსნტრუქციის ფონდმა. შპს "მყარი ნარჩენების კომპანია” რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუტქურის სამინისტროს კოორდინაციით იწყებს ახალი პოლიგონის აშენებას და ძველის დაკონსერვებას.

ახალი ნაგავსაყრელისთვის უკვე შერჩეულია ადგილი, ქუთაისის შემოსასვლელში, ახალგაზრობის გამზირისკენ, მოსახლეობისგან მოშორებით. თენგიზ თოფურიძის თქმით, იქ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი აშენდება.

ქუთაისთან ახალ პოლიგონზე, ნარჩენებს ახლო მდებარე მუნიციპალიტეტები შეიტანენ – წყალტუბო, სამტრედია, ტყიბული, ჭიათურა…

ჩაქსელიანის თქმით, უმნიშვნელოვანესია ნარჩენების რეციკლირება. ჩვენთან, ჯერ-ჯერობით, ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოები ძალიან მცირეა. ექსპორტზეც არ გაგვაქვს. გარდა პეტის ბოთლებისა, ფუნქციონირებს წეროვნის ქარხანა, რომელიც მუშაობს ქაღალდის გადამუშავებაზე. საკმაოდ სერიოზულად დაიწყო ქვეყანაში აკუმულატორების გადამუშავება, შეიქმნა რამოდენიმე საამქრო. დაიწყო მინერალური ზეთების გადამუშავება. (მანქანების მიერ ან ტრანსპორმატორების ზეთებზე, რომელიც საფრთხის შემცველია.)

"ისეთი გადამამუშავებლები უნდა იყოს, რომლებიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, ყველა ის ობიექტი, რომლებიც  საქრთველოში ფუნქციონირებს, მიღებული აქვთ ნებართვები. ძალზე მისასალმებელია, რომ ასეთი ბაზარი ფორმირდება. უფრო მეტი სიძლიერისა და უფრო მეტი კომპანიები შემოდიან და ძალიან ბევრი გვაკითხავს ამასთან დაკავშირებით.  მაგალითად, ენერგიის აღდგენის მიზნით, ნაგავსაწვავღუმელების მოწყობასთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახიფათო ნარჩენების გადამამუშავებელ და სხვადასხვა სახიფათო და  ცხოველური წარმოშობის ნარჩენებთან დაკავშირებით და ა.შ. საერთაშორისო მოთხოვნები და ნორმები ნელ-ნელა ჩვენთან შემოდის. ნარჩენების მართვის სფეროში ინვესტიციების ხელშემწყობი პირობები იქნება ძალიან მოკლე ხანში…” – ამტკიცებს ალვერდ ჩაქსელიანი.

ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი ქვეყანაში ნარჩენების მართვის კუთხით, ფაქტობრივად, მთელი სისტემაა ასაწყობი, რომ ევროპის სტანდარტებს მივუახლოვდეთ, ამისთვის, კი სპეციალისტთა განცხადებით, მინიმუმ ათი წელი მაინც დაგვჭირდება.

თუმცა, 2015 წლის 15 იანვრიდან ამოქმედდება ახალი კანონი სახელწოდებით „ნარჩენების მართვის კოდექსი". კანონი საყოფაცხოვრებო, მუნიციპალური, სამშენებლო და სხვა ნარჩენების მოძრაობის, დასაწყობების, გადატვირთვის და ნარჩენებით გარემოს დაბინძურების საკითხებს არეგულირებს. კოდექსში გაწერილი შესაბამისი რეგულაციების გამოყენებით გარემოს ნარჩენებით დაბინძურება აღარ მოხდება. „ნარჩენების მართვის კოდექსი"-ს თანახმად, დაჯარიმდებიან იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები და მგზავრები, რომლებიც ფანჯრიდან გადაყრიან სხვადასხვა სახის ნარჩენებს, იქნება ეს სიგარეტის ნამწვი, კვების პროდუქტის ნარჩენები თუ სხვა. საპატრულო პოლიცია არის ზედამხედველი ორგანო, რომელიც აღნიშნულ სამართალდარღვევას აღკვეთს. ჯარიმის ოდენობა 120 ლარს შეადგენს. კერძო ავტოტრანსპორტიდან ნარჩენების გადაყრის შემთხვევაში ჯარიმდება მძღოლი, რომლის მართვის ქვეშ იმყოფება იმ მომენტში ავტომანქანა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში კი ჯარიმდება სამართალდამრღვევი მგზავრი. საპატრულო პოლიცია ასევე მოახდენს შესაბამის რეაგირებას, როცა მოქალაქის მხრიდან ნარჩენების უტილიზაციის მცდელობა იქნება ამისთვის არადადგენილ ადგილზე ან არადადგენილი წესით.

საქართველოში, ნარჩენების მართვის სისტემამდე, ნარჩენების მართვის კულტურის გზა გვაქვს გასავლელი.

ოლიკო ცისკარიშვილი 


კატეგორია 6 - 2015-04-21
საინტერესოა    140
გაუმჯობესებადია    71
შესასწორებელია    80
სულ ხმები: 291