სისტემაში შესვლა
არ გახსოვთ პაროლი?

რეგისტრაცია დარეგისტრირდი
ეს არის საპილოტე ბლოგი. გამოქვეყნებული კონტენტი შემუშავებულია civil.ge-სგან დამოუკიდებლად და შეიძლება არ ასახავდეს Civil.ge-ს პოზიციას.
20 ივლ `18
  • შესვლა / რეგისტრაცია  
  • ძიება  
  • კატეგორიები  

კატეგორია 1

აირჩიე კატეგორია  


შშმ პირებმა საქართველოს პარლამეტს სასამართლო დავა მოუგეს

კატეგორია 1 - 2015-04-19

 

 

ოთხი წლის წინ, მაია ასაკაშვილმა, შშმ პირების მშობლების სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშთა დახმარების ასოციაციის ხელმძღვანელმა, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის შვილი - 28 წლის ქემოკლიძე ირაკლი ყავს, გადაწვიტა ირაკლის უფლებებისთვის ებრძოლა. და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2014 წლის 8 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები -ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ". 

მოსარჩელეები წარმოადგენდნენ შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების გამო ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებს. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა რიგი საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც აწესრიგებდა „ჭკუასუსტობისა" და „სულით ავადმყოფობის" გამო ქმედუუნაროდ აღიარებისა და ქმედუუნარო პირებთან დაკავშირებულ მრავალმხრივურთიერთობებს.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ქმედუნარიანობის ინსტიტუტი ინდივიდუალური გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე, უკრძალავდა ქმედუუნარო პირებს სამოქალაქო უფლება-მოვალეობების დამოუკიდებლად განხორციელებას. ამგვარი შეზღუდვებით პირს საფუძველშივე ესპობოდა დამოუკიდებელი მოქმედების შესაძლებლობა ისეთ სფეროებში, რომლებიც უშუალოდ არის  დაკავშირებული მის ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებასთან, არსებობასა და განვითარებასთან. ქმედუუნარო პირებს ეკრძალებოდათ ისეთი მარტივი, წვრილმანი გარიგებების დადებაც კი, როგორიცაა საკვების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა თუ სამგზავრო ბილეთების შეძენა. სასამართლომ საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ  შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირების უნარები ინდივიდუალურია. „სულით ავადმყოფობისა" და „ჭკუასუსტობის"  გამო ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებს შესაძლებელია გარკვეულ შემთხვევებში ჰქონდეთ  ნების გამოვლენის უნარი, რაც მხედველობაში უნდა იყოს მიღებული მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ყოველი შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის მქონე პირის ფსიქიკურიჯანმრთელობის მდგომარეობა უნიკალურია და აუცილებელია არსებობდეს დიფერენცირებული მიდგომა გარიგებების სირთულისა და პირთა გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით. პირზე მზრუნველობის ინტერესებსა და მის პირად ავტონომიას შორის ბალანსის დადგენის მიზნით, აუცილებელია, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება შეიზღუდოს იმდენად, რამდენადაც ამის საჭიროება არსებობს გონებრივი შესაძლებლობების შეზღუდვის ხარისხიდან გამომდინარე. კანონმდებლობა მკაფიოდ უნდა განსაზღვრავდეს პირის ქმედუუნაროდ ცნობის კრიტერიუმებს. ქმედუუნაროდ აღიარების საკანონმდებლო რეგლამენტაცია უნდა გამოირჩეოდეს საკმარისი სიცხადით, რათა ზუსტად ასახავდეს პირის საჭიროებებს და ამ საჭიროებებზე მორგებული შეზღუდვის დაწესების შესაძლებლობას ქმნიდეს. არსებული კანონმდებლობა აბსოლუტურად, ყოველგვარი გრადაციისა და დიფერენცირების გარეშე ზღუდავდა ქმედუუნარო პირთა უფლებებს. ასევე არ იყო გათვალისწინებული მეურვის მხრიდან ნების ფორმირებაში დახმარებისა და ქმედუუნარო პირის ნების გათვალისწინების შესაძლებლობა. ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ არათანაზომიერად იზღუდებოდა კონსტიტუციით გარანტირებული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.

სარჩელს აწარმოებდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), მათ წერტილი დაუსვეს ქმედუუნარობის ზომაზე მეტად შემზღუდველი მოდელის არსებობას, რაც საქართველომ 1997 წელს (ამ პერიოდში მიიღეს მოქმედი სამოქალაქო კოდექსი) მემკვიდრეობით საბჭოთა კანონმდებლობისაგან მიიღო. ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ კიდევ ერთხელ გაიმყარა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დამცველი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციის რეპუტაცია.

 "მრავალი თაობის იურისტისათვის დღემდე თითქმის დოგმატურ ჭეშმარიტებას წარმოადგენს ის, რომ გონებრივი ჩამორჩენილობისა (1997 წლის სამოქალაქო კოდექსი ამ კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს დამაკნინებელი ტერმინით - ,,ჭკუასუსტით" მოიხსენიებს) და ფსიქიკური აშლილობის (სამოქალაქო კოდექსის მამებმა ამას ,,სულით ავადმყოფობა" უწოდებს) საფუძველზე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი კარგავს თავისი ყველა უფლების (საკუთრება, მემკვიდრეობა და სხვა) დამოუკიდებლად განხორციელების შესაძლებლობას. ასეთი ადამიანის ყველა უფლებას მისი მეურვე ახორციელებს. ქართული მოდელის აბსურდულობა იმაშიც მდგომარეობდა, რომ ქმედუუნარო ადამიანს ეკრძალებოდა მაგალითად, მაღაზიაში შეეძინა 50 თეთრად ღირებული პური, ეყიდა 1 ლარის ღირებულების შოკოლადი ან მონაწილეობა მიიღო ამგვარ წვრილმან საყოფაცხოვრებო გარიგებებში. მეურვე წყვეტდა საკითხს იმის თაობაზე, ქმედუუნაროდ აღიარებული პირი იქნებოდა სახლში ჩაკეტილი თუ ექნებოდა საზოგადოებასთან ურთიერთობა. მეურვე და მკურნალი ექიმი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს არაფერს კითხავდნენ, ისე გადაწყვეტდდნენ მის ფსიქიატრიულ ან სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებას. იყო შემთხვევები, როდესაც მეურვეები არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ მათ უფლებამოსილებას და ქმედუუნარო ადამიანების ქონებას ფლანგავდნენ პირადი საჭიროებისათვის. ქართული სასამართლო ისე შორსაც წავიდა, რომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განაცხადა, რომ ქმედუუნარო პირი ვერ დაიცავს საკუთარ ღირსებას, ვინაიდან არ შეუძლია, აღიქვას ცილისწამების და შეურაცხყოფის მნიშვნელობაო.

ასეთ დამოკიდებულებას სინამდვილეში არავითარი კავშირი არა აქვს რეალობასთან. მენატლურ შესაძლებლობებში შეზღუდული ადამიანები ქმედუნარიანობის დაკარგვის მიუხედავად ინარჩუნებენ ადამიანურ გრძნობებს და ნამდვილად შეუძლიათ იმის აღქმა, გარშემო მყოფი პირები კეთილგანწყობილნი არიან თუ არა მათ მიმართ. მენტალური პრობლემების მქონე ადამიანები არ კარგავენ ყველა უნარებს. ბევრ მათგანს, თუ ისინი საკუთარ თავში ჩაკეტილნი არ არიან, ნამდვილად შეუძლია, მაღაზიაში შეიძინოს საჭირო პროდუქტები და აფთიაქში ექიმის მიერ მათთვის გამოწერილი წამალიც კი. შეიძლება ასეთ ადამიანს არ შეძლოს, შპს მართვა, მრავალმილიონიანი გარიგების დადებაში დამოუკიდებლად მონაწილეობა, მაგრამ მას ნამდვილად სტკივა, როცა ვინმე შეურაცხყოფას აყენებს და უნდა ჰქონდეს პოლიციასთან ან სასამართლოსთან უშუალო კონტაქტის შესაძლებლობა მეურვესთან ერთად ან თუნდაც მის გარეშეც. საქართველოს კანონმდებლობა არ აღიარებდა იმას, რომ ქმედუუნარო ადამიანს გარკვეული უნარები მაინც ჰქონდა შენარჩუნებული. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის მიერ არ ხდებოდა იმის შეფასება თუ საზოგადოებრივი ცხოვრების რა სფეროში აქვს ადამიანს დამოუკიდებელი მოქმედების შესაძლებლობა, სად საჭიროებს ის სხვა ადამიანის რჩევის მიხედვით საქმიანობას და სად უნდა მომხდარიყო ქმედუუნარო ადამიანის მეურვით ჩანაცვლება. თუკი დადგინდებოდა, რომ ადამიანს მაგალითად, არ ჰქონდა შპს-ს დირექტორობის უნარი, ის კარგავდა მაღაზიაში პურის ყიდვის უფლებასაც." -  ამბობს საიას იურისტი გიორგი გოცირიძე.

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა  მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარსადგენ ცვლილებათა პროექტს, რომლის მიხედვითაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების მიმართ სამოქალაქო კოდექსში არსებული მიდგომა იცვლება.

პარლამენტს დაევალა, აღნიშნული რეგულაციები შესაბამისობაში მოიყვანოს, როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან".
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია" პრინციპულად უარყოფს ადამიანისთვის ქმედუნარიანობის ჩამორთმევას. კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნებით, მხოლოდ ფსიქიკური ჯანმრთელობის გამო, ადამიანისთვის არათუ ქმედუნარიანობის ჩამორთმევა, არამედ ქმედუნარიანობის შეზღუდვაც კონვენციით დადგენილი მაღალი სტანდარტების საწინააღმდეგოდ მიიჩნევა.

ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე, ტერმინ ქმედუუნაროს ნაცვლად სამოქალაქო კოდექსში შემოდის ცნება, „ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირი (მხარდამჭერის მიმღები). დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, „მხარდამჭერის მიმღები" პირი მიიჩნევა ქმედუნარიან პირად, რომელსაც ფსიქო-სოციალური საჭიროებების ინდივიდუალური შესწავლის საფუძველზე შეიძლება, სასამართლომ დაუნიშნოს მხარდამჭერი, ანუ პირი, რომელიც მას დაეხმარება უფლებების რეალიზებასა და ინტერესების დაცვაში.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით, ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირად მიჩნევა მოხდება ინდივიდუალური შეფასების მიხედვით, რომელიც არ დაეფუძნება მხოლოდ სამედიცინო მოდელს და მასში მნიშვნელოვან ადგილს დაიჭერს სოციალური შეფასების სისტემაც.

ინდივიდუალური შეფასებისა და სოციალური მოდელის ასახვის მიზნით, ექსპერტიზის დასკვნას გასცემს მულტიდისციპლინარული გუნდი.

1 მაისამდე კი ჯანდაცვის სამინისტრო ვალდებული იქნება, შეიმუშაოს და დაამტკიცოს ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის წესი და სტანდარტები.

"უნდა მოხდეს მეურვის ინსტიტუტის ხელახალი გააზრება. შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ კონვენციის თანახმად , მეურვე უნდა იყოს ქმედუუნარო ადამიანის დამხმარე და არა მისი სუროგატი. თუკი მაგალითად, მენტალური პრობლემების მქონე პირის პატივს და ღირსებას შელახავენ, მეურვემ კი არ უნდა გადაწყვიტოს, უჩივლებს თუ არა ცილსმწამებელს სასამართლოში, არამედ თავად ქმედუუნარო ადამიანიც უნდა წყვეტდეს ამას, ხოლო მეურვე საჭირო რჩევებს უნდა აძლევდეს და ეხმარებოდეს სამეურვეო პირს ადვოკატთან თუ სასამართლოსთან კომუნიკაციისას. წარმოვიდგინოთ შემთხვევა, ქმედუუნარო ადამიანმა დაძლია მენტალური პრობლემები, როგორ უნდა მოხდეს მისი ქმედუუნარობის აღდგენა? საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული ნორმა მეურვეს და არა თავად ქმედუუნარო ადამიანს ანიჭებდა სასამართლოსათვის მიმართვის და ქმედუნარიანობის აღდგენის უფლებას. ახლა მეორე შემთხვევა წარმოვიდგინოთ, მეურვე, ხშირად საკუთარი და არა სამეურვეო პირის ინტერესების გათვალისწინებით სარგებლობს მდიდარი ქმედუუნარო პირის სახლით, ფულადი ანგარიშებით, გაუჩნდება კი ასეთ მეურვეს სამეურვეო პირის ქმედუნარიანობაში აღდგენის და პირადი კეთილდღეობის დაკარგვის სურვილი? რა თქმა უნდა არა. მეურვის სურვილის გარეშე გამოჯანმრთელებული ადამიანი სამუდამოდ რჩება ქმედუუნარო. სწორედ, ეს ნორმა სცნო არაკონსტიტუციურად გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ. ცალკე აღნიშვნის ღირსია ქორწინების უფლება. ქართული კანონმდებლობით ქმედუუნარო ადამიანს დაქორწინების უფლება მეურვის თანხმობითაც კი არ ჰქონდა. ქორწინების უფლების აკრძალვა იმდენად აბსურდულია, რომ ფაქტობრივად უთანაბრდება სახელმწიფოს მიერ ადამიანის სექსუალური ქცევის რეგულირებას. ისტორიული მაგალითებიც ადასტურებს იმას, რომ მენტალური პრობლემები გავლენას არ ახდენენ ადამიანის სექსუალურ და პროკრეაციულ აქტივობაზე. ამიტომ ქორწინების უფლებასთან დაკავშირებული ამ ასპექტის შეზღუდვა საკმაოდ შორსმიმავალია. ქორწინების უფლებას გააჩნია სხვა ასპექტიც,  ეს არის შვილის აღზრდის და საოჯახო ქონების მართვა-განკარგვის ასპექტები. ფსიქიკური პრობლემების მქონე მშობელი შესაძლოა ბავშვისათვის საშიში იყოს და ამიტომ აუცილებელიც გახდეს ასეთი მშობლის უფლების შეზღუდვა. მიუხედავად ამისა, ფსიქიკური აშლილობა არ უნდა იყოს საბოლოო განაჩენი ყველა მშობლისათვის. სასამართლომ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ყველა ადამიანთან მიმართებაში ცალ-ცალკე, ინდივიდუალურად უნდა დაადგინოს, ხომ არ უქმნის საფრთხეს ადამიანი საკუთარ არასრულწლოვან შვილებს და მშობლის უფლებაც მხოლოდ ამგვარი საფრთხის არსებობის შემთხვევაში შეზღუდოს. მენტალური პრობლემების მქონე ადამიანი, რომელიც არის კარგი მშობელი, არ უნდა იყოს ამ მნიშვნელოვან უფლებას მოკლებული მხოლოდ და მხოლოდ მისი შეზღუდული შესაძლებლობის გამო, " - ამბობს საიას იურისტი გიორგი გოცირიძე.

 რაც შეეხება მხარდამჭერის ვალდებულებებს, ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პირის მხარდამჭერი მოვალეა, თვალყური ადევნოს ასეთი პირის მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, გამოიკვლიოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში.

კანონპროექტის თანახმად, მხარდამჭერს ნიშნავს სასამართლო, რომელიც ასევე განსაზღვრავს მხარდაჭერის ფარგლებს და მხარდამჭერი პირის უფლება-მოვალეობებს.

მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს ოჯახის წევრი, ნათესავი ან ახლობელი, რომელიც კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

ასევე, მხარდამჭერის საქმიანობას ზედამხედველობას გაუწევს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, რომლის მიზანიც მხარდამჭერის ფუნქციების კონტროლი იქნება. მხარდამჭერი ვალდებული იქნება, ამ ორგანოს მოაწოდოს ინფორმაცია სასამართლოს მიერ მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით, შემოთავაზებულია გარდამავალი ეტაპი, რომელიც 5-წლიან პერიოდს ითვალისწინებს. შესაბამისად, 2015 წლის 1 აპრილიდან, 4 წლის განმავლობაში ქმედუუნარო პირების მეურვეები ვალდებულნი არიან, მიმართონ სასამართლოს ინდივიდუალური შეფასებისთვის და მხარდაჭერის ხარისხის დასადგენად.

"მე ჩემი შვილის მეურვე ვარ, მაგრამ მეურვე არ ნიშნავს იმას, რომ შენ ყველა უფლება წაართვა მას, ვისი მეურვეც ხარ. არ შეიძლება იმ ადამიანს არ ქონდეს არაფრის უფლება. კანონმდებლობით არსებობდა ცოცხალი ადამიანი, მაგრამ სამოქალაქო არანაირი უფლებით.  ანუ ირიცხებოდა მკვდრებში. არჩევნებისას ირაკლი მუდამ მეკითხბეოდა  - მე რატომ არ მივდივარ არჩევნებზეო და სწორედ, აქედან დავიწყეთ ბრძოლა.  მასაც ხომ ყავს სასურველი კანდიდატი... .ამ ადამიანებს აქვთ უფლებები და სახელმწიფო, კანონი მას ართმევდა, მათი დასაქმებაც შეიძლება, ამის ბევრი მაგალითია საზღვარგარეთის ქვეყნებში, მათ არჩევნების უფლებაც აქვთ და  სიყვარულისაც. ვის აქვს უფლება რომ მე და ჩემი შვილის ცხოვრებას წერტილი დაუსვას," - ამბობს მაია ასაკაშვილი.


 

კატეგორია 1 - 2015-04-19
საინტერესოა    142
გაუმჯობესებადია    71
შესასწორებელია    81
სულ ხმები: 294