სისტემაში შესვლა
არ გახსოვთ პაროლი?

რეგისტრაცია დარეგისტრირდი
ეს არის საპილოტე ბლოგი. გამოქვეყნებული კონტენტი შემუშავებულია civil.ge-სგან დამოუკიდებლად და შეიძლება არ ასახავდეს Civil.ge-ს პოზიციას.
20 ივლ `18
  • შესვლა / რეგისტრაცია  
  • ძიება  
  • კატეგორიები  

კატეგორია 1

აირჩიე კატეგორია  

რას ნიშნავს თქვენთვის ინკლუზიური განათლება?

კატეგორია 5 - 2015-04-03

ინკლუზიური განათლება საქართველოში-ვისწავლოთ ერთად!
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ბოლო წლების განმავლობაში, ინკლუზიური განათლების მიმართულებით არაერთი პროგრამა განახორციელა. სახელმწიფო მოსახლეობის ინფორმირებულობის, ცნობიერების დონის ამაღლებისა და ჩართულობის ინტენსივობის გაზრდის მიზნით ახლაც უამრავ ღონისძიებას ატარებს, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია.

მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, საზოგადოებამ ჯერ კიდევ არ იცის  რას გულისხმობს ინკლუზიური განათლება. უფრო მეტიც, მავანი და მავანი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა (სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებს „დებილებს" უწოდებს. ზემოთქმულის საილუსტრაციოდ გამოდგება ერთ-ერთი ქალბატონის სიტყვები, რომელმაც ამას წინათ გადაცემა „კომუნიკატორში" დარეკა და იკითხა: „რატომ უნდა დაისაჯონ 4 000 დებილი ბავშვის გამო ნორმალური ბავშვები?"

თქვენი აზრით, რა არის ეს - უმნიშვნელო რამ თუ კატასტროფა?

ჩემი მიზანი არ არის მომხდარის შესახებ საკუთარი აზრის ჩამოყალიბება, ანდა ვინმესთვის ჭკუის დარიგება. ამდენად, ამ ფაქტს, ჩემი მხრივ, არანაირ ემოციურ ელფერს არ მივცემ და არც გარშემომყოფთა შესაბამის რეაქციას მივცემ მნიშვნელობას.

ჩემი მიზანია, ერთი მხრივ, საღი აზროვნების დასაბრუნებლად დავაფიქრო ის ქალბატონი თავის ნათქვამსა და ქმედებაზე, მეორე მხრივ, დავაფიქრო ყველა, ვინც მას ეთანხმება, ანდა მასავით აზროვნებს.

ქვემოთ მოვიყვან რამდენიმე საგულისხმო ფაქტს მათთვის, ვინც სსსმ და შშმ პირებს „დებილებს" უწოდებს.

იცით თუ არა, რომ:

 

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი იყო ალბერტ აინშტაინი;

ცნობისთვის: გამოჩენილმა ფიზიკოსმა და მეცნიერმა, ფარდობითობის თეორიის ფუძემდებელმა ლაპარაკი 3 წლის ასაკიდან ისწავლა, კითხვა კი 9 წლის ასაკიდან.

აინშტაინის მასწავლებლების თქმით, მას მხოლოდ ნელა აზროვნება შეეძლო, ასევე იგი ასოციალური და მეოცნებე იყო.

 

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი იყო ტომ კრუზი;

ცნობისთვის: ცნობილ მსახიობს დისლექსიის პრობლემა აწუხებდა ( სხვა სიტყვებით, კითხვისა და მართლწერის დარღვევა ). ტექსტს, რომელიც მას თავისი როლების შესასრულებლად უნდა ესწავლა კი არ კითხულობდა სხვა მსახიობებივით, არამედ ისმენდა, ანუ მოსასმენი წიგნების (აუდიოწიგნების) საშუალებით სწავლობდა.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი იყო კირა ნაითლი;

ცნობისთვის: ცნობილ ბრიტანელ მსახიობს 6 წლის ასაკში ლეგასთენიის დიაგნოზი დაუსვეს (კითხვის უნარის დარღვევა).

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი იყო ტომი ჰილფიგერი;

ცნობისთვის: დიზაინერს ლეგასთენიის პრობლემა აწუხებდა.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი იყო უოლტ დისნეი.

ამ ადამიანებმა, სირთულეების მიუხედავად, მაღალ შედეგებს, მეტიც, შეიძლება ითქვას, მწვერვალს მიაღწიეს.

 

ასე რომ, გახსოვდეთ!

მხოლოდ სიყვარულითა და თანადგომით, ურთიერთგაგებითა და ურთიერთპატივისცემით, ხელმისაწვდომი განათლების უზრუნველყოფითა და ინკლუზიური განათლების განვითარებით მივაღწევთ საერთო მიზანს -

ვისწავლოთ ერთად!

პოსტ სკრიპტუმი: დაწერეთ მცირე, თუ გნებავთ, ვრცელი კომენტარის სახით - რას ნიშნავს თქვენთვის ინკლუზიური განათლება?

 

 

კატეგორია 5 - 2015-04-03
საინტერესოა    167
გაუმჯობესებადია    75
შესასწორებელია    83
სულ ხმები: 325