სისტემაში შესვლა
არ გახსოვთ პაროლი?

რეგისტრაცია დარეგისტრირდი
ეს არის საპილოტე ბლოგი. გამოქვეყნებული კონტენტი შემუშავებულია civil.ge-სგან დამოუკიდებლად და შეიძლება არ ასახავდეს Civil.ge-ს პოზიციას.
20 ივლ `18
  • შესვლა / რეგისტრაცია  
  • ძიება  
  • კატეგორიები  

კატეგორია 5

აირჩიე კატეგორია  


მსოფლიოს მოწყობა 20 წლის შემდეგ

კატეგორია 5 - 2015-03-24

თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკური მოვლენები იმდენად კომპლექსური და წინააღმდეგობრივია, რომ ძნელია რაიმე პროგნოზის გაკეთება, თუმცა ძირითადი ტენდენციების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ დღეს, მთავარი მოთამაშეები, იმდენად გავლენიან პოლიტიკას აწარმოებენ საერთაშორისო არენაზე და იმდენად ძლიერი ეკონომიკა აქვთ, რომ მათთან კონკურენციის გაწევა პატარა სახელმწიფოებისთვის, თუნდაც შორეულ პერსპექტივაში რთული წარმოსადგენია.

მსოფლიო მოწყობის სამომავლო პერსპექტივაზე საუბრისას, უპრიანია, თუ გავითვალისწინებთ სხვადასხვა ასპექტს, როგორიცაა: ეკონომიკური, პოლიტიკური/სამხედრო და რელიგიური ასპექტები, რადგან სწორედ აღნიშნული ნიშნებით არიან ესა თუ ის სახელმწიფოები წარმოდგენილი საერთაშორისო ასპარეზზე სიძლიერის მიხედვით.

ძირითადი კონტურები იხატება თუ წარმოვიდგენთ მსოფლიოს მოწყობას ეკონომიკური სიძლიერის მიხედვით. ამ მხრივ, დღეს გავრცელებული აზრის მიხედვით, ბევრი ექსპერტი თუ წამყვანი სპეციალისტი ეკონომიკის დარგში აშშ-ს ეკონომიკას სტაგნაციას უწინასწარმეტყველებს და ამ ფონზე მის ძლიერ მეტოქედ ჩინეთს ასახელებს. ჩინეთსა და ინდოეთს დიდი ადამიანური რესურსების პირობებში და მაშინ, როდესაც წამყვან ტრანსნაციონალურ კორპორაციებს თავიანთ საქმიანობას ამ ქვეყნებში წარმართავენ იაფი მუშახელის ეფექტიანად გამოყენების მიზნით, მათი დაწინაურება საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაში სამომავლო პერსპექტივაში არცთუ არარეალურია. მაგრამ დღეს, თანამედროვე პირობებში აშშ-ს ჰეგემონობის შესუსტება რთული წარმოსადგენია, რადგან ეს უკანასკნელი ინარჩუნებს ძველ დიდებას და საერთაშორისო ურთიერთობებში წამყვანი სუბიექტია. მიუხედავად გავრცელებული აზრისა, რომ აშშ ახლო მომავალში დასუსტდება და ჰეგემონობას ჩინეთი წაართმევს, დღევანდელი გადმოსახედით არც თუ ისე რეალურია, რადგან მას აქვს ძალიან დიდი რესურსი, იმისათვის, რომ ჯერ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს ლიდერობა.

თითქოს ქვეყნების ძლიერება ჩრდილოეთით ან დასავლეთით კი არა, მსოფლიოს სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში იჩენს თავს. ერთი მხრივ, აშშ და დასავლეთ ევროპის ქვეყნები ადგილს უთმობენ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს და მართლაც, ვხედავთ, რომ ჩინეთის და ინდოეთის ეკონომიკები საგრძნობლად ძლიერდება, სამხრეთით კი ბრაზილია, მაგრამ ჩნდება კითხვა რამდენად მოახერხებენ აღნიშნული ქვეყნები კიდევ უფრო გაძლიერებას ეკონომიკური კუთხით და შემდეგ არსებული მდგომარეობის გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნებას, ისე რომ ამერიკა და სხვა განვითარებული ქვეყნები უკან ჩამოიტოვონ? ამ კითხაზე პასუხის გაცემა მხოლოდ დროს შეუძლია.

იდეოლოგიური მოძრაობები, ეთნიკური ჯგუფები, რელიგიური გაერთიანებები თანამედროვე მსოფლიოში დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, მაგალითისთვის ავიღოთ „ისლამური სახელმწიფო" – ტერორისტული ორგანიზაცია ,რომელიც სამი წლის წინ საერთოდ არ არსებობდა, დღეს მსოფლიოსთვის კი ახალი გამოწვევაა. სულ უფრო მეტად იზრდება დაპირისპირება მუსლიმებსა და არამუსლიმებს შორის, ამ მხრივ, კი არავინ იცის მოვლენები რა მიმართულებით განვითარდება. ისლამური სახელმწიფოები კიდევ უფრო მეტად ცდილობენ გაძლიერებას არამარტო რეგიონში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით, აშშ ცდილობს მაქსიმალურად მეტი მოკავშირე შეიძინოს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ და მის ამ ინიციატივას ბევრი ქვეყანა უერთდება, რომლებიც საყოველთაო მშვიდობის თეორიის გარშემო ერთიანდებიან. შეიძლება მოვლენები იმგვარად განვითარდეს, რომ შეძლოს ისლამურმა სახელმწიფო ისე გაძლიერება, რომ მის წინააღმდეგ ამხედრდეს დანარჩენი მსოფლიო, მაშინ როდესაც ისლამური სახელმწიფო საყოველთაოდ აღიარებულ თამაშის წესებს არღვევს, დღეს არსებულ მოწინავე ქვეყნებს გაუჭირდება იმ იდეოლოგიით მათი დამარცხება, რა იდეოლოგიასაც ”ქადაგებენ”.

პოლიტიკური სიძლიერე ძალიან აბსტრაქტული ცნებაა, იმდენად, რამდენაც ის სხვადასხვა კომპონენტებისგან შედგება, თუნდაც ეკონომიკური თუ სამხედრო კომპონენტისგან, ეს უკანასკნელი კი მისი განუყოფელი ნაწილია. პოლიტიკურად ძლიერი ქვეყანა წარმოგვიდგენია, როგორც სამხედრო რესურსებით მდიდარი და გავლენიანი სახელმწიფო. ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს თუ გავიხსნებთ, ვგულისხმობ უკრაინის კრიზისს, ორი მოქიშპე ძალა ჩნდება საერთაშორისო ასპარეზზე, რუსეთი და დასავლეთი.

ბევრი ფიქრობს, რომ რუსეთი ანგარიშგასაწევი ძალა აღარ არის და მას ბუნდოვანი მომავალი აქვს, წარმოდგენილი პროგნოზი კიდევ უფრო მყარდება, თუ გავითვალისწინებთ მის ამჟამინდელ მდგომარეობას. ამერიკამ, ევროკავშირმა და მისმა ცალკეულმა წევრმა ქვეყანამ რუსეთისადმი მიმართული სანქციებით შეძლო მისი ეკონომიკაში ძირეული გარდატეხის მოხდენა, გაუფასურდა ეროვნული ვალუტა, შეინიშნება ფინანსური რყევები. მსგავსი ტენდენცია კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება, რაც რუსეთის ეკონომიკისთვის დამანგრეველიც კი შეიძლება აღმოჩნდეს. რუსეთს ჰყავს ლიდერი, რომელიც არათუ ქვეყნის ინტერესებზე, არამედ მხოლოდ საკუთარი ინტერსებით მოქმედებს, მაგრამ მთავარი საფრთხე ის არის, რომ რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი მისდამი კეთილგანწყობილია და ვერ ამჩნევს ქვეყნის პრეზიდენტის პრაგმატულ მოტივებს. ყირიმის ანექსიით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საკუთარ საზოგადოებაში უდიდესი მხარდაჭერა მოიპოვა, მაგრამ ერთგვარ პოლიტიკურ ნარკოტიკზე "შეჯდა", რომლის დოზა მუდმივად უნდა ზარდოს და საკუთარი საზოგადოება ახალი "გამარჯვებებით" კვებოს. ეს კი ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინისთვის და საქართველოსთვის, რომელთა ტერიტორიებს რუსეთი ხელყოფს, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

ვლადიმერ პუტინის ინტერესებს, რომელსაც უამრავი ადამიანი შეეწირა, დიდი მომავალი აღარ აქვს, გავიხსენოთ ბრისბენში გამართულიდიდი ოცეულის სამიტი, სადაც ცივილიზებულმა სამყარომ ვლადიმირ პუტინს დემონსტრაციულად შეაქცია ზურგი, ფაქ­ტობ­რი­ვად, პუ­ტი­ნი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­რო­დან სრუ­ლად გა­რი­ყუ­ლი აღ­მოჩ­­და და იმ მცი­რე­რიცხო­ვან მე­გობ­რებს და გავ­ლე­ნის ბერ­კე­ტებს კარ­გავს და­სავ­ლეთ­ში, რაც აქამ­დე გა­აჩ­­და. ვხედავთ, რომ ის უკვე კარგავს თავის გავლენას და ავტორიტეტს. ამ სიტუაციაში მთავარია დასავლეთმა შეინარჩუნოს მტკიცე და ერთიანი პოზიცია და განაგრძოს რუსეთის დასუსტება, რადგან კუთხეში მიმწყვდეული აგრესორი კიდევ უფრო საშიში შეიძლება გახდეს. სამომავლოდ, მსოფლიო მოწყობაში რუსეთი ვერ შეძლებს იმ პოზიციების შენარჩუნებას, რაც დღეს უკავია და აღარ იქნება წამყვანი მოთამაშე, ზოგიერთი ავტორი რუსეთს დაშლასაც უწინასწარმეტყველებს, ბოლო დროინდელი მოვლენები კიდევ უფრო მეტად ამყარებს ამ პოზიციას.

გლობალისტების იდეას თუ მივემხრობით, 20 წელში ალბათ სახელმწიფოები, ისეთი სახით, როგორც დღეს არიან აღარ იარსებებენ და თავიან სუვერენიტეტს გადასცემენ სუპრასახელმწიფოებრივ წარმონაქმნებს. აქვე შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ტრანსნაციონალური კომპანიების ზრდამ როგორც რიცხოვნობით, ასევე თავიანი გავლენით დიდ მასშტაბს მიაღწია, ამიტომ მართლაც ჩნდება საფუძველი იმისა, რომ ვივარაუდოთ სახელმწიფოების როლის და ფუნქციების დაკნინება და ტრანსნაციონალური კომპანიების, როგორც გლობალური სისტემის მონაწილეების გაძლიერება. ისმის კითხვა თუ როგორი იქნება ევროკავშირის მომავალი? დღეს უკვე იკვეთება აღნიშნული გაერთიანების ფარგლებში ბზარების გაჩენა, იგულისხმება დიდი ბრიტანეთი, რომელიც თავის თავის მოქალაქეებს ევროკავშირის წევრობაზე რეფერენდუმის ჩატარებას დაჰპირდა. ევროკავშირს ბევრი სუსტ მოთამაშედ მიიჩნევს საერთაშორისო არენაზე, თუმცა არამგონია მომავალში მისი ამჟამინდელი სტატუსი შეიცვალოს ან გარკვეული ფორმირება განიცადოს, იმდენად, რამდენადაც ევროკავშირი ახერხებს ახალ გამოწვევებზე რეაგირებას და შეთანხმებული პოზიციის ჩამოყალიბებას.

კატეგორია 5 - 2015-03-24
საინტერესოა    136
გაუმჯობესებადია    68
შესასწორებელია    72
სულ ხმები: 276